Friday, July 16, 2010

ჩემი სოფელი

1. სახელი: ჩემი სოფელი
2. როექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები
მოიძიონ და გამოიკვლიონ ინფორმაცია თავიანთი სოფლის შესახებ. ააწარმოონ სხვადსხვა თვალსაჩინოებები. მოსწავლეებიშექმნიან ბლოგებს და გაცვლიან ინფორმაციას, თავიანთ სოფელში გადაიღებენ ფოტოებს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეები იმუშაობენ შემდეგ საკითხებზე, აღწერენ სოფლის გეოგრაფიულ მდგომარეობას, ისაუბრებენ სოფლის ისტორიაზე და სახელწოდებაზე. ასევე ისაუბრებენ სოფლის ტრადიციებსა და რიტუალების შესახებ, რა ცვლილება განიცადა სოფელმა დღემდე. რა და რა გვარებია გავრცელებული ამ სოფელში, რამდენად ძველია მათი გვარის ისტორია.
ასევე უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:
საიდან არის წარმოშობით
როგორია მათი გვაეის გენეალოგია
ცხოვრობს თუ არა ამ სოფელში ვინმე ცნობილი ადამიანი
არის თუ არა მსოფლიოში კიდევ ისეთი ადგილი რომელსაც მათი სოფლის ან მსგავსი სახელი ჰქვია.
მოსწავლეები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, გააკეთონ კალენდარი, რომელზეც სხვადასხვა თვეზე სხვადასხვა სოფლის ულამაზესი ხედის ფოტო იქნება დატანილი.
4. მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
5. ვადები: 2011 წლის მაისი 1–2 თვის მანძილზე
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები: შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ინტერვიუს გაკეთება, სურათების გადაღება, ვებ გვერდების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომების, ჩანახატების შექმნა, ვებ–ბლოგების შექმნა, ბავშვები დაწვრილებით შეისწავლიან სოფლის ისტორიას.
8. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ისტორიული თვალსაზრისით, თავიანთ მეგობრებს დაუკავშირდებიან ინტერნეტის საშვალებით და გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან კავშირი:
ისტორია – სოფლის ისტორიული წარსულის შესწავლა.
გეოგრაფია – სოფლის საზღვრების ადგილმდებარეობის შესწავლა და რუკის შექმნა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ზედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ელ–ფოსტით კავშირი და აზრთა ურთიერთ გაზიარება.
12. პროექტის ავტორი სახელი: იაგული აბულაძე
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:

14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: